სასწავლო პროექტის დაგეგმვის შესწავლა დამეხმარება იმის განსაზღვრაში რა მინდა რომ იცოდეს ჩემმა მოსწავლეებმა ღრმად. სამუშაოს შესრულება გამიადვილა მიმართულების მიმცემმა საკვანძო კითხვებმა. გავიგე რა არის ავთენტიკური კვლევა და როგორ შევასრულებინო ბავშვებს ასეთი კვლევა. ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რომლებსაც ვიყენებთ პროექტებით სწავლებისას, გამოვიყენებ ეფექტური სასწავლო პროექტის მომზადებისათვის.
воскресенье, 29 июня 2014 г.
четверг, 26 июня 2014 г.
ტრენინგის მეორე დღე
დღეს ტრენინგის მეორე დღეა და გავეცანით პორთფოლიოს რუბრიკას, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს და როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია პროექტებით სწავლების დროს. პუბლიკაციის დამზადება მნიშვნელოვანი რესურსია რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და დაინტერესებულ პირებს - გაეცნონ ჩემს მიერ კლასში მომზადებული პროექტის განხორციელების მიზნებს. კარგად მომზადებული პუბლიკაცია დამეხმარება დავაინტერესო ისინი არჩეული თემით და გავზარდო მათი მოტივაცია თემის ირგვლივ.
понедельник, 23 июня 2014 г.
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან მეძლევა საშუალება შევისწავლო პროექტების საშუალებით როგორ გავხადო უფრო საინტერესო ჩემი მოსწავლეების ცხოვრება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)