четверг, 17 июля 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ბოლო დღეა, სასიამოვნო-რომ ჩვენი ნამუშევრები შევაჯამეთ და სამწუხარო-რომ მეტს აღარ შევხვდებით. ჯგუფის ყველა წევრმა გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია, ვიყავით ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტები. მივიღე მითითებები, გახრებული ვარ რომ დავიმსახურე ტრენერის და  ჯგუფელების შექება.
დღეს რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ,  სავსე  ვარ იმ ყველაფრით რაც ამ ტრენინგებზე მივიგე: გავიცანი და დაუახლოვდი ნიჭიერ პედაგოგებს და ვიცი რომ აუცილებლად გავაგრძელებ მათთან ურთიერთობას.
დიდი მადლობა ჩვენს ნიჭიერ და მეგობრულ ტრენერს-გვანცას! დიდი სიამოვნებით გავივლი მასთან ასეთ საჭირო და საინტერესო ტრენინგებს.

понедельник, 14 июля 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღეს გავეცანით ფასილიტაციას ტექნოლოგიების გამოყენებით. გავიაზრეთ ფასილიტაცია და მისი მნიშვნელობა. შევასრულეთ ბევრი ტექნიკური სამუშაო. ბლოგზე ჩავაშენეთ ფაილები. მივიღეთ დავალებები, გავინაწილეთ თეთრი და შავი ოპონენტების როლები.

пятница, 11 июля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღე ძალიან დატვირთული იყო, რის შედეგიც არის ჩემი ბლოგი, რომელმაც უფრო დახვეწილი და დასრულებული სახე მიიღო. გავეცანით გარდნერის და ბლუმის მატრიცას. 

вторник, 8 июля 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვისწავლეთ როგორ  მოგვერგო მოსწავლის როლი და როგორ შეგვექმნა ის დავალება რომელსაც გააკეთებენ ჩვენი მოსწავლეები. ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ მოსწავლის დონეზე პრეზენტაცია, პუბლიკაცია და საინფორმაციო ბუკლეტი. ვისწავლეთ დიაგრამების ჩასმა პრეზენტაციაში. დღე საკმაოდ დატვირთული იყო, იმედი მაქვს კარგად მოვირგებ მოსწავლის როლს და კარგი პრეზენტაცია გამომივა. 

суббота, 5 июля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი ყოველ დღე უფრო საინტერესო ხდება. დღეს ვისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირი და მისი მნიშვნელობა, საავტორო უფლებების დაცვა. საინტერესო იყო ონლაინკოლაბორაცია, ონლაინ თანამშრომლობა  მართლაც ახალი ხედვაა.

воскресенье, 29 июня 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

სასწავლო პროექტის დაგეგმვის შესწავლა დამეხმარება იმის განსაზღვრაში რა მინდა რომ იცოდეს ჩემმა მოსწავლეებმა ღრმად. სამუშაოს შესრულება გამიადვილა მიმართულების მიმცემმა საკვანძო კითხვებმა. გავიგე რა არის ავთენტიკური კვლევა და როგორ შევასრულებინო ბავშვებს ასეთი კვლევა. ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რომლებსაც ვიყენებთ პროექტებით სწავლებისას, გამოვიყენებ ეფექტური სასწავლო პროექტის მომზადებისათვის.

четверг, 26 июня 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

დღეს ტრენინგის მეორე დღეა და გავეცანით პორთფოლიოს რუბრიკას, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს და როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია პროექტებით სწავლების დროს. პუბლიკაციის დამზადება მნიშვნელოვანი რესურსია რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და დაინტერესებულ პირებს - გაეცნონ ჩემს მიერ კლასში მომზადებული პროექტის განხორციელების მიზნებს. კარგად მომზადებული პუბლიკაცია დამეხმარება დავაინტერესო ისინი  არჩეული თემით და გავზარდო მათი მოტივაცია თემის ირგვლივ.

понедельник, 23 июня 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან მეძლევა საშუალება შევისწავლო პროექტების საშუალებით როგორ გავხადო უფრო საინტერესო ჩემი მოსწავლეების ცხოვრება.